საიტი ფუნქციონირებს საპილოტე რეჟიმში, პროდუქციის შესაძენად ეწვიეთ პარტნიორ მაღაზიას ფაქტობრივ მისამართზე

კალათა ცარიელია

ავტორიზაცია

ან

ახალი ხართ პლატფორმაზე?

რეგისტრაცია

ან

ხართ უკვე აკიდოს წევრი?

პაროლის აღდგენა

ჩაწერეთ ის ელექტრონული ფოსტა რომლითაც დარეგისტრირდი საიტზე

თქვენ წარმატებით შეცვალეთ პაროლი

თქვენ ექაუნთზე წარმატებით შეიცვალა პაროლი.

შეამოწმეთ თქვენი მეილი

ჩვენ გამოგიგზავნეთ პაროლის აღდგენის ინსტრუქცია მითითებულ მეილზე

პაროლის შეცვლა ვერ განხორციელდა

თქვენი პაროლი ვერ შეიცვალა, გთხოვთ ცადოთ ახლიდან

დაბრუნების პოლიტიკა

1. Akido-ზე პროდუქტის დაბრუნების პირობები:

1.1. კომპანია Akido, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

2. პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია Akido-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე:

2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია Akido საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ვენდუს მხრიდან;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
  • თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;
  • თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით.

2.9. პროდუქტის დაბრუნების წესები არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:

  • პარფიუმერია და კოსმეტიკა;
  • მამაკაცის, ქალისა და ბავშვის საცურაო და პლაჟის კოსტიუმები და თეთრეული;
  • ჩვილისა და ბავშვის თეთრეული;
  • პირადი ჰიგიენის ნივთები და აქსესუარები;
  • საბავშვო სათამაშოები, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები;
  • სურსათი;
  • ცხოველის საკვები;
  • წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა (აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო იერსახე დარღვეული არ არის, შეფუთვა გაუხსნელია და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში).
  • წინამდებარე 2.9 პუნქტში გათვალისწინებული პროდუქტების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული პროდუქტის სასაქონლო იერსახე და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში.

3. ანაზღაურების წესი:

ნივთის დაბრუნების შემთხვევაში უნდა მოხდეს კრისტალის განვადების გაუქმება.

4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

ტრანსპორტის მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდება.

5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:

5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელმა აღნიშნული სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. ამ პერიოდში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ამ პროდუქტის უსაფრთხოება. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ან/და დაარღვიოს პროდუქტის სასაქონლო იერსახე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს შესაბამისი პროდუქტი.

5.4. თუ პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და akido.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით,

5.5. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).